Skip to content

შპს „ბენდიდიო“-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

  1. ჩვენს შესახებ:

შპს „ბენდიდიო“, (შემდგომში ასევე მოხსენიებული, როგორც „ჩვენ“ ან „ჩვენი“) წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია: 406473347

ჩვენი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, განთიადის ქუჩა N25.

ჩვენი ვებ-გვერდის მისამართია: https://bendidio.ge


  1. ჩვენ ვაცხადებთ, რომ:
  • პატივს ვცემთ და ვაღიარებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას;
  • ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას განუხრელად დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა;
  • ვაცნობიერებთ რა, პერსონალურ მონაცემთა ფასეულობასა და მნიშვნელობას, ვკისრულობთ ვალდებულებას, მკაცრად დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
  • უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენთან არსებულ თქვენ პერსონალურ მონაცემებსა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებით.
  1. ამ პოლიტიკის მიზანი:

წინამდებარე დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ/ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და რა ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას. წინამდებარე დოკუმენტით ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, ვისთან ხდება მათი გაზიარება და როგორ ხდება ამ მონაცემების დამუშავება.

  1. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (მონაცემების მიღების წყაროები):

ჩვენ ვიღებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი წყარებიდან:

  • მომსახურების/პროდუქტის მიღების ან/და უკან დაბრუნების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, წერილობითი ფორმის ან/და ელექტრონული მომართვა)

  1. თქვენთან დაკავშირებულ რა მონაცემებს ვამუშავებთ:

ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემები ძირითადად მუშავდება მომხმარებლისთვის პროდუქციის მოწოდებისას / მომსახურების გაწევისას/ პროდუქციის უკან დაბრუნებისას, მომხმარებლის განაცხადის განხილვის დროს, სხვადასხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულების, შეკვეთის იდეტიფიცირების და მიწოდება/დაბრუნების მიზნით.

ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით: 

სახელი, გვარი, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საბანკო ანგარიშის მონაცემები, ინფორმაცია ჩვენს მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ.


  1. დამუშავების პრინციპები:

ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კანონით გავალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:

  • მონაცემები მუშვდება კანონიერად, სამართილიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნისთვის. არ ხორციელდება მონაცემების შემდგომი დამუშვება თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
  • მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
  • მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
  • მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის უნებართვო ან უკანონო დამუშვებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
  •  
  1. დამუშავების საფუძვლები:

ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე საფუძვლით:

  • გვაქვს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
  • ვასრულებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • თქვენთან გარიგების/ხელშეკრულების დასადებად ან არსებული გარიგების/ხელშეკრულების შესასრულებლად;
  • თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

  1. როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს (მონაცემთა უსაფრთხოება);

ჩვენს მიერ მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვას დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.

ჩვენთან მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. თითოეული წვდომის მოცულობა/უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა, მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ; ელექტრონული ფორმით პერსონალურ მონაცემთა დამუშავის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე ჰქონდეს დაშვება, რომელსაც მას ჩვენ მივანიჭებთ; იყოს სათანადოდ ინფომირებული პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.


  1. რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;

ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
  • ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად და დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში;

  1. თქვენი ვალდებულებები

მომსახურების გაწევის მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.

 

  1. ჩვენი საკონტაქტო მონაცემები:

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე – 593 310 019, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე – julieta@bendidio.ge  

 

  1. ცვლილებები

ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.