გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების პოლიტიკა
- დაბრუნების პირობები
1.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში, აითვლება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
- ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
1.2 მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს 14 კალენდარული დღის ვადაში, (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,გამონაკლისის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეადგენს ნივთის მიღებიდან 20 წუთს.) გაუგზავნოს შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე ან დაუკავშირდეს კომპანიის საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, სადაც დაურთავთ სხვა ცალსახა მტკიცებულებას, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
- დაბრუნების წესი
2.1. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა კომპანიასთან დაკავშირება.
2.2. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
შენიშვნა: ნივთის ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მალფუჭებად კატეგორიას განეკუთვნება კომპანიის საიტზე განთავსებული პროდუქცია, უკან დაბრუნების პოლიტიკა განსხვავებულია, კერძოდ მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 20 წუთისა დაუკავშირდეს კომპანიას საკონტაქტო ელ.ფოსტაზე ან საიტზე მითითებულ ნომერზე. ფარული ნაკლის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გაუგზავნოს კომპანიას დაბრუნების ფორმის გარდა, ფარული ნაკლის/ხარვეზის დამადასტურებელი ფოტოები. მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე პირობების სრულად დაცვის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული პროდუქციის შეცვლას ან მისი ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებას, ხოლო მომხმარებელმა ხარვეზიანი ან ნაკლის მქონე პროდუქცია უკან უნდა დაუბრუნოს.
2.3. თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში, ხოლო გამონაკლისი შემთხვევების დროს კი პროდუქციის მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
2.4. მომხმარებელი მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
3.გამონაკლისი შემთხვევბი:
3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა მომხმარებლის მიერ და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- კომპანიის ინფორმირების აუცილებლობა
4.1. დისტანციური ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გამოაგზავნოს შევსებული დაბრუნების ფორმა,
ელ. ფოსტაზე julieta@bendidio.ge ან დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს მითითებულ ნომერზე ტელ.ნომერი: +995 593 31 00 19 და ყველა შემთხვევაში გადოგზავნოს დასურათებული ნაკლის მქონე პროდუქცია და დაბრუნების ფორმა, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
- მყიდველის მიერ მითითებული სახელი და გვარი;
- მობილურის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- შეკვეთის ნომერი;
- იმ შემთხვევაში თუ დაბრუნების ფორმა შევსებულია ქაღალდზე, მომხმარებლის ხელმოწერა უნდა ქონდეს.
4.2. კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას; (შეკვეთილია ერთი პროდუქტი, ხოლო გამოგზავნილია სხვა, მომხმარებელთან შეუთანხმებლად)
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
4.3. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.).
4.4. ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.5. ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).
- ანაზღაურების წესი:
5.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.
5.2. გამონაკლისი შემთხვევების დროს (მალფუჭებადი პროდუქტის) თუ კომპანიას უწევს მომხმარებლისათვის თანხის უკან დაბრუნება, ნაკლის მქონე პროდუქციის დადასტურების მომენტიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაშია ვალდებული კომპანია, ჩაურიცხოს პროდუქციის ღირებულების თანხა მომხმარებელს.
5.3. დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე).
5.4. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.